კონდიტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონდიტერი
მომწოდებელი: სასტუმრო სტამბა
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი / ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
სასტუმრო "სტამბა" ეძებს შესაბამის კანდიდატს კონდიტერის პოზიციაზე.

პოზიციის სახელწოდება: კონდიტერი
დეპარტამენტი: კვებისა და სასმელების დეპარტამენტი
მოახსენებს: სამზარეულოს შეფ-მზარეულს

საჭირო უნარები:

** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** საკვებისა და სასმელების პროდუქტების კარგ დონეზე ფლობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებისა და კონტროლის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ძირითადი მოვალეობები:

** საკონდიტრო პროდუქტების, დესერტებისა და ფუნთუშეულის მომზადება - ცხობა, გაფორმება;
** აღმასრულებელი შეფ-მზარეულისა და სუ შეფისათვის დახმარების გაწევა სხვადასხვა კერძების მომზადებისა და გაფორმების დროს;
** სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** სტანდარტიზებული რეცეპტების მიხედვით მენიუში არსებული ყველა პროდუქტის შექმნა სხვადასხვა ღონისძიებისთვის;
** კონკრეტული დავალებების ორგანიზება სამზარეულოს სხვა თანამშრომლებისთვის და მათი ზედამხედველობა;
** ყველა შეკვეთის დროულად დამზადება და მიწოდება;
** მენიუს სრული გეგმის, განსაკუთრებული შეკვეთებისა და მათი მომზადების წესის სრულყოფილად ცოდნა;
** ცნობისთვის საჭირო პროდუქტების დროული შეკვეთა;
** ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვა, სასიამოვნო, პრეზენტაბელური გარეგნობის შენარჩუნება, სუფთა და მოწესრიგებული უნიფორმისა და სახელის აღმნიშვნელი სამკერდე ნიშნის ტარება;
** სამზარეულოში მიმდინარე სამუშაო პროცესების ყოველდღიური კონტროლი, უწესრიგობის შემჩნევის შემთხვევაში აღმასრულებელ შეფ-მზარეულისა და სუ შეფის დროული ინფორმირება.
** ეფექტური და პროდუქტიული ურთიერთობის უზრუნველყოფა სამზარეულოს თანამშრომლებს შორის და მათ მოტივაციის ამაღლება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 6 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე