Front-End დეველოპერი/სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Front-End დეველოპერი/სტაჟიორი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
"ვაბაკო" სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.

"ვაბაკო" აცხადებს სტაჟირებას დამწყები ფრონტენდ დეველოპერებისათვის.

ჩვენი პროდუქტები ბექენდ ნაწილში მუშაობს Ruby on Rails-ზე, ხოლო ფრონტენდში AngularJS-ზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (პროგრამირების მიმართულებით);
** მინიმალური GPA - 3.0 / 4.0.

პირობები:

** I ეტაპი - 3 თვიანი სწავლების პერიოდი, ანაზღაურება - 200 ლარი (არასრული სამუშაო დღით, დღეში 4 საათი);
** II ეტაპი - 6 თვე - პროექტებში ჩართვა და გამოცდილების მიღება, ანაზღაურება - 600 ლარი;
** III ეტაპი - 6 თვე - 900 ლარი;
** IV ეტაპი - ანაზღაურება გადაიხედება ინდივიდუალურად შესაძლებლობებიდან და ათვისებული უნარებიდან გამომდინარე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

სამუშაო გრაფიკი სწავლების პერიოდის შემდეგ - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Frontend Internship.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე