კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
"ვაბაკო " სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე, განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.

ვეძებთ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი პროდუქტების ახალ კლიენტებთან გაყიდვაში.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება და მათთან შეხვედრების ორგანიზება;
** პოტენციური კლიენტებისათვის ჩვენი პროგრამული პროდუქტების შეთავაზება და მათ საჭიროებებში გარკვევა;
** დაინტერესებულ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმართვა და მათთვის საინტერესო შეთავაზების ჩამოყალიბება;
** კლიენტებთან საბოლოოდ შეთანხმება შესყიდვის პირობებზე და კონტრაქტის გაფორმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში, ბიზნეს ადმინისტრირებაში, ან ნებისმიერი ტექნიკური მიმართულებით.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
** ანაზღაურება - 800 ლარი ხელზე + ბონუსი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Corporate Sales Manager.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე