ბუღალტრის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის დამხმარე
მომწოდებელი: პროექტი უდაბნო
გამოქვეყნდა: 28 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
პროექტი "უდაბნო" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.

საჭირო უნარები:

** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** პროფესიული განათლება ფინანსური მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** გამართული საუბარი ქართულ ენაზე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი ორგანიზაციული უნარი;
** მოწესრიგებული და თავაზიანი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.

ძირითადი მოვალეობები:

** კოორდინაცია გაუწიოს ფინანსური და საოპერაციო დეპარტამენტებისთვის საჭირო ინფორმაციის და დოკუმენტაციის დროულად მიწოდებას;
** აწარმოოს ყოველდღიური გატარებები საბუღალტრო პროგრამაში;
** უზრუნველყოს საოპერაციო დეპარტამენტის შესყიდვის მოთხოვნების მომზადება და ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოგროვება კონტრაქტორებისგან;
** მოამზადოს მიმდინარე სამუშაოების შესახებ რეპორტი;
** აწარმოოს საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული დოკუმენტები;
** გაუწიოს ორგანიზება აღჭურვილობის, საკანცელარიო ნივთებისა და სხვა საჭირო ინვენტარის შეძენას;
** აკონტროლოს დოკუმენტაციის სიზუსტე;
** უზრუნველყოს პროექტისთვის საჭირო პროცედურების სწორი და ხარისხიანი წარმართვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2019 წლის 27 სექტემბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე