ტექნიკური სამსახურის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური სამსახურის ინჟინერი
მომწოდებელი: იბისი თბილისი სტადიუმი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
სასტუმროების ქსელი "იბისი თბილისი სტადიუმი" (Ibis Tbilisi Stadium), არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი" თავის მხრივ, წარმოადგენს ერთერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, სთავაზობს სტუმრებს 4300-ზე მეტ საუკეთესო კურორტებზე დასვენების შესაძლებლობას.

სასტუმროების ქსელი "იბისი საქართველო სტადიუმი", ქ. თბილისში, ახალი სასტუმროსათვის ეძებს ტალანტებს. იგი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის ინჟინერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს ტექნიკურად გამართული მუშაობის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული სისტემების მუშაობის კონტროლის უზრუნველყოფა, მათ შორის - ელექტროობა, სანტექნიკა, გამწოვი, ვენტილაცია და სხვ.
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა (ტექნიკური პერსონალი) მუშაობის მონიტორინგი;
** ტექნიკური შეფერხებისას, დროული რეაგირებისა და პრობლემის აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** ტექნიკური აღჭურვილობის, უსაფრთხოდ და გამართულად მუშაობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე;
** სასტუმროში ტექნიკური მოწყობილობების მუშაობის სპეციფიკაციის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** მენეჯერული უნარ-ჩვევები
** მოწესრიგებული
** ორგანიზებული

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე HA1L2-hr@accor.com და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე