მცირე გრანტების პროგრამა კვლევების განსახორციელებლად 2
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცირე გრანტების პროგრამა კვლევების განსახორციელებლად 2
მომწოდებელი: Penal Reform International
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო / ბოლო ვადა: 23 სექტემბერი
კონკურსი კვლევის განმახორციელებელი ორგანიზაციის შესარჩევად

კვლევის ჩატარების ვადა: 2019 წლის ოქტომბერი - ნოემბერი

მიმოხილვა:

ორგანიზაცია "ციხის საერთაშორისო რეფორმა - სამხრეთ კავკასიის ოფისი ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ახორციელებს პროექტს "სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით". პროექტის პარტნიორები არიან: "ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის" და "ადამიანის უფლებათა ცენტრი".

პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმებში, მათ შორის ადვოკატირების, პოლიტიკის შემუშავებაზე ზეგავლენისა მოხდენის, რეფორმის დასრულებული და მიმდინარე საფეხურების გადახედვის გზით. უფრო კონკრეტულად, პროექტის ფარგლებში იგეგმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების, კანონმდებლობისა და არსებული პრაქტიკის ანალიზი ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და აღნიშნული რეფორმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის ხელშეწყობა.

წინამდებარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია უმცირესობის წარმომადგენელ მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის მიზნით სოციოლოგიური კვლევის ჩატარება. უმცირესობის წარმომადგენელ მსჯავრდებულებში მოიაზრება შემდეგი ჯგუფები: შშმ პირები, სექსუალური, რელიგიური, ეთნიკური მსჯავრდებულები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

პრობლემის აღწერა:

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2018 წელს ჩატარებული სამაგიდე კვლევის თანახმად, სასჯელაღსრულების სისტემაში უცხო ქვეყნის მოქალაქე და უმცირესობის (რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური) წარმომადგენელ პატიმრებთან მიმართებაში არ მუშავდება სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ასახავს მათ მიერ სხვადასხვა უფლებებით სარგებლობის ან/და მათი ყოფითი მდგომარების მონაცემებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამაგიდე კვლევის პროცესში ვერ შეფასდა გარე სამყაროსთან კონტაქტის, უსაფრთხოების ღონისძიებების, იზოლაციის, თვითიზოლაციის, დისციპლინური სახდელის დაკისრების და ძალადობის მომეტებული რისკების საკითხები მოწყვლად ჯგუფებს მიკუთვნებულ პატიმრებთან მიმართებით, ვინაიდან მოწოდებული ინფორმაციით, ასეთი სტატიკური მონაცემების დამუშავება არ ხდება. უფრო მეტიც, პენიტენციური დაწესებულებებისთვის უცნობია უმცირესობის წარმომადგენელი (ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური) პატიმრების რაოდენობა.

ამავე კვლევის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა ცხადყოფს, რომ სასჯელაღსრულების სისტემა არ ახდენს უმცირესობის (რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური) წარმომადგენელ და უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს, რომლებიც შესაძლოა სხვა პატიმრებთან შედარებით არახელსაყრელ პირობებში იმყოფებოდნენ. მონიტორინგის სისტემის არარსებობა ნიშნავს, რომ არ ხდება დასახელებული ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობისათვის არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და შესაბამისად მათ გადასაჭრელად საჭირო ღონისძიებებზე მუშაობა. დამკვიდრებული მიდგომა კი იწვევს უმცირესობის (რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური) წარმომადგენელ და უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრების მიმართ სხვა პატიმრების მსგავს მოპყრობას, რაც ცალკეულ შემთხვევებში, მათი საჭიროებების და კანონიერი ინტერესების უგულებელყოფას შეიძლება წარმოადგენდეს. აღნიშნული სოციოლოგიური კვლევის ჩატარებით ორგანიზაცია "ციხის საერთაშორისო რეფორმა" ცდილობს კვლევაზე დაფუძნებული მტკიცებულებებით შეავსოს ეს ინფორმაციული ვაკუუმი.

აღნიშნული სოციოლოგიური კვლევის ჩატარების მიზნით ორგანიზაცია "ციხის საერთაშორისო რეფორმა" აცხადებს კონკურსს სფეროს ადგილობრივი კვლევის განმახორციელებელი ორგანიზაციის (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის) ჩართვაზე.

სამუშაოს აღწერა:

** კვლევის გეგმის/მეთოდოლოგიის მომზადება და ორგანიზაციასთან შეთანხმება;
** თვისებრივი კვლევის განხორციელება (მათ შორის კითხვარების შემუშავება, ინტერვიუებისა ან/და ფოკუს ჯგუფების ჩატარება);
** კვლევის მიგნებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
** კვლევის საჯარო პრეზენტაცია დაინტერესებულ მხარეებთან (სახელმწიფო ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან);
** პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ადვოკატირების ღონისძიებებში მონაწილეობა.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

დაინტერესებულ ორგანიზაციებს, გთხოვთ, 2019 წლის 23 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: egabelaia@penalreform.org.

** კვლევის მეთოდოლოგია - კვლევის განხორციელების, მასალებისა და ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის მეთოდოლოგია (მაქსიმუმ 4 გვერდი)
** კვლევის დეტალური ბიუჯეტი
** უშუალოდ კვლევაში ჩართული თანამშრომლის(ებ)ის რეზიუმე
** ორგანიზაციული პროფილი (მათ შორის, განხორციელებული მსგავსი კვლევების შესახებ ინფორმაცია)
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
** კვლევის ჩატარებისთვის განკუთვნილი ანაზღაურება შეადგენს 3000 (დარიცხული) ევროს ექვივალენტს ლარში. ანაზღაურება შესრულებული სამუშაოსათვის გაიცემა გრანტის სახით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პროექტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს:

ელენე გაბელაია
ელ-ფოსტა: egabelaia@penalreform.org
ტელ: +995 577 25 55 75
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე