სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
"გეფა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე ინოვაციური პროექტების განყოფილებაში.

მოვალეობები:

** კომპანიის მიერ მარკეტირებული პროდუქციის მახასიათებლების სრულფასოვნად ცოდნა;
** სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, ექიმებთან, სააფთიაქო პერსონალთან ვიზიტების განხრციელება და კომპანიის პროდუქტების შესახებ სამედიცინო, სამეცნიერო თუ მარკეტინგული ინფორმაციის ჯეროვნად წარდგენა;
** სამედიცინო/სამეცნიერო ჯგუფური ღონისძიებების (მაგ. მრგვალი მაგიდა, სემინარი, კონფერენცია) ორგანიზებაში მონაწილეობა და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის პრეზენტაცია;
** შესრულებული სამუშაოების ყოველდღიური ანალიზი და რეპორტინგი;
** კომპანიის პროდუქტების პრომოციისთვის საჭირო სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური ან/და ალერგოლოგიური ხაზით)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint);
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** პრეზენტაბელურობა, ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა, მოტივირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდურობა;
** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია( რეგისტრაციის სპეციალისტი), რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე