დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: იბისი თბილისი სტადიუმი
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
სასტუმროების ქსელი "იბისი საქართველო სტადიუმი" (Ibis Georgia Stadium), არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი" თავის მხრივ, წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, სთავაზობს სტუმრებს 4300-ზე მეტ საუკეთესო კურორტებზე დასვენების შესაძლებლობას.

სასტუმროების ქსელი "იბისი საქართველო სტადიუმი", ქ. თბილისში, ახალი სასტუმროსათვის ეძებს ტალანტებს. იგი აცხადებს ვაკანსიებს დიასახლისის თანამდებობაზე.

ვაკანსიების რაოდენობა: 8.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად, სასტუმროს ნომრების/საჯარო სივრცეების დასუფთავება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** საწმენდ-სარეცხი (ქიმიური) საშუალებების ეფექტურად გამოყენების უზრუნველყოფა;
** საჭიროებისამებრ, კომპეტენციის ფარგლებში, სტუმრებთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე სასტუმროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** სასტუმროს მუშაობის სპეციფიკაციის ცოდნა (სასურველია);
** ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კეთილგანწყობილი
** პასუხისმგებლიანი
** მოწესრიგებული
** ორგანიზებული
** კომუნიკაბელური.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: HA1L2-hr@accor.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე