რეცეფციონისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეცეფციონისტი
მომწოდებელი: იბისი თბილისი სტადიუმი
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
სასტუმროების ქსელი "იბისი საქართველო სტადიუმი" (Ibis Georgia Stadium) არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი" თავის მხრივ, წარმოადგენს ერთერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, სთავაზობს სტუმრებს 4300-ზე მეტ საუკეთესო კურორტებზე დასვენების შესაძლებლობას.

სასტუმროების ქსელი "იბისი საქართველო სტადიუმი", ქ. თბილისში, ახალი სასტუმროსათვის ეძებს ტალანტებს. იგი აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს ნომრების გაყიდვის, განაწილების, სტუმრების რეგისტრაცია;
** სტუმრებისა და პოტენციური მომხმარებლებისათვის ინფორმაციის, სარეკლამო მასალების მიწოდება (სასტუმროს, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების, ტურისტული მარშრუტების, ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესახებ);
** უშუალო ხელმძღვანელისათვის ზუსტი მონაცემების გადაცემა სანომრე ფონდის გამოყენების შესახებ (ანგარიში ნომრების სტატუსის შესახებ);
** გაწეული მომსახურების ამსახველი საგადასახადო ანგარიშების მომზადების და გაცემის, სტუმრებთან საბოლოო ანგარიშსწორების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ჰოსპიტალიტის განხრით (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე სასტუმროში მუშაობის გამოცდილება (უპირატესია);
** სასტუმროს მუშაობის სპეციფიკაციის ცოდნა (უპირატესია);
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება - Opera.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური
** მოწესრიგებული
** ორგანიზებული
** განვითარებაზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: HA1L2-hr@accor.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე