ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი
მომწოდებელი: საქენერგორემონტი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
ს.ს. "საქენერგორემონტი" (ჰიდროენერგეტიკული სამშენებლო კომპანია 1956 წლიდან) აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მასშტაბით არსებული საწყობების გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი სისტემის, პროცედურის და ფორმების შემუშავება/დამტკიცება და სწრაფად და ეფექტურად დანერგვა
** ინვენტარიზაცია შემუშავებული პროცედურის შესაბამისად
** შემოსული და გასული საქონლის ელექტრონულად აღრიცხვის კონტროლი
** პროექტების მიერ მოთხოვნილი საქონლის ეფექტურად მიწოდების უზრუნველყოფა
** სასაწყობო მარაგებზე ლიმიტების კონტროლი
** ​ბუღალტერიასთან ანგარიშგება
** თანამშრომლებისათვის სწორი დავალებების მიცემა, მათი საქმიანობის კონტროლი, მათ განვითარებაზე და წახალისებაზე ზრუნვა

ძირითადი მოთხოვნები:

** ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საწყობის გამგის ან ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე (უპირატესობად ჩაითვლება სამშენებლო ან/და ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე კომპანიაში მუშაობის გამოცდილება)
** საოფისე პროგრამების (Ms Office) ფლობა
** 1 C ან სხვა ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** უმაღლესი განათლება;
** რუსული და ინგლისური ენების სამუშაო დონეზე ფლობა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს შესრულების მართვა
** დაგეგმვა და ორგანიზება
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდურობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე vacancy@edg.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 15 სექტემბერი 2019 წ.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "საქენერგორემონტმა"დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 2 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე