მანქანა-დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მანქანა-დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: ბარამბო
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნებითი თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

"ბარამბო" ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის შემდგომ გაძლიერებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მანქანა-დანადგარის ოპერატორის თანამდებობაზე.

ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიციისთვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია, აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები:

პოზიციის ფუნქცია:

მანქანა დანადგარის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება კანდიდატის უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** კონცენტრაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;

კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას, კვებას, დაზღვევას.

ანაზღაურება: მინიმუმ 700-800 ლარი

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@barambo.ge

გთხოვთ, გზავნილს მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სამუშაო ადგილი: სოფ. ნატახტარი

დედლაინი 31.08.2019
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე