ქვემო ქართლის წარმომადგენლობის ინკასატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქვემო ქართლის წარმომადგენლობის ინკასატორი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფლობს უნივერსალურ ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, რომლებიც ყოველდღიურად 350 000 - მდე მომხმარებელს ემსახურებ. კომპანიამ საქმიანობა ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს 6500-ზე მეტი გადახდის წერტილი. კომპანიაში 300-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ქვემო ქართლის წარმომადგენლობის ინკასატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქვემო ქართლი

პოზიციის მიზანი:

ქსელში არსებული ტერმინალების ინკასაცია და ტექნიკური მომსახურება

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
** უმაღლესი განათლება სასურველია
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
** სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** სწრაფი გადახდის თვითმომსახურების ტერმინალების ქსელის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება,
** ქსელში არსებული ტერმინალების ინკასაცია და ტექნიკური გამართულობა,
** უსაფრთხოების ინსტრუქციის ზედმიწევნით შესრულება,
** ტექნიკური პრობლემების ყოველდღიური აღრიცხვა და ანგარიშის მომზადება

უნარები:

** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს ორგანიზება;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** ​განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@oppa.ge გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე