PR და და სოციალური ქსელების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: PR და და სოციალური ქსელების კოორდინატორი
მომწოდებელი: კახური ღვინის მარანი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
"კახური ღვინის მარანი" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის და სოციალური ქსელების კოორდინატორის თანამდებობაზე.

პიროვნული თვისებები:

1. პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ.
2. გახსნილი, აქტიური, კეთილგანწყობილი, გაწონასწორებული.
3. გამართული მეტყველება და წერითი უნარები.
4. სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

მოთხოვნები:

1. ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა. (ჩინური ჩაითვლება პრიორიტეტულად)
2. უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით.
3. საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
4. სოციალურ ქსელებში მუშაობის გამოცდილება.
5. ინტელექტუალური და კულტურული უნარ-ჩვევები.

ვალდებულებები:

1. კომპანიის განვითარების კუთხით პიარის მიმართულებების ძიება, კრეატიული აქტივობების მოძიება და შეთავაზება.
2. სოციალურ ქსელებში, ელექტრონულ მედიაში, ტელე-რადიო სივრცეში სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/შესრულება.
3. სხვადასხვა ტექსტების შედგენა კორექტირება.
4. დიზაინერთან, ფოტოგრაფთან და მხატვართან თანამშრომლობა და მათი ნამუშევრების შეფასება საუკეთესო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
5. უახლოესი და გრძელვადიანი გეგმით პიარის უზრუნველყოფა.
6. ღვინის ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი.
7. ღვინის ეროვნულ და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის დაგეგმვა და ორგანიზება.
8. სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობის სქემების დადგენა და დაგეგმვა კომპანიის განვითარების მიზნით. პოტენციური კლიენტების მიღება-მასპინძლობა.
9. კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.
10. პერიოდული ანგარიშგების შედგენა და ხელმძღვანელისთვის წარდგენა, დაწესებული ვადების მიხედვით.

გთხოვთ, რეზიუმე მოგვაწოდოთ 25 აგვისტომდე, მისამართზე: info@kgm.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე