ბუღალტრის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000397
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ბუღალტერია
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: დამწყები

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება: სასურველია მინიმალური სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიაში.

განათლება:

** ხარისხი: დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ბაკალავრი
** სფერო: ეკონომიკა, ფინანსები.

ენების ცოდნა: ქართული - ძალიან კარგი.

დამატებითი მოთხოვნები:

** ACCA - F3 წიგნი - აუცილებელია.
** "ORIS-ბუღალტერის" ცოდნა სამუშაო დონეზე აუცილებელია.
** F6/საგადასახადო კოდექსი ძირითადი პრინციპების ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** საბუღალტრო ოპერაციების გატარება პროგრამაში;
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების მიღების, გადაადგილების, ჩამოწერის ოპერაციების შესრულება;
** საბუღალტრო რეპორტების მომზადება;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/397

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 31 აგვისტო, 2019 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე