პრაქტიკანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრაქტიკანტი
მომწოდებელი: Batash Studio
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
გრაფიკული დიზაინის სტუდია "Batash Studio" (www.batash.ge) აცხადებს ვაკანსიას პრაქტიკანტის ადგილზე.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ახალგაზრდა, უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულებს ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს გრაფიკული დიზაინის, ფოტოგრაფიის, სახვითი ხელოვნების და/ან სხვა შესაბამისი განათლებით, რომელთაც სურვილი აქვთ იმუშაონ პრაქტიკანტებად და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. წარმატებულ პრაქტიკანტებს ეძლევათ დასაქმების შესაძლებლობა.

მიზანი:

** პრაქტიკანტი მონაწილეობას მიიღებს სტუდიის ყოველდღიურ საქმიანობაში
** პრაქტიკანტი მიიღებს დიზაინერულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საჭირო ცოდნას და გამოცდილებას.

მოთხოვნები:

** უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი (შესაბამის სფეროში) ან დამამთავრებელ კურსზე სწავლების დამადასტურებელი ცნობა;
** Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe Indesign პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** შემოქმედებითი აზროვნება
** თვითგანვითარების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო საათები: სრული ან ნახევარი განაკვეთი.
პრაქტიქტიკა ანაზღაურდება.

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) და თქვენი ნამუშევრები (Portfolio) გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@batash.ge 2019 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, subject-ში მიუთითეთ practice და მიმაგრებული ფაილების ზომა არ აღემატებოდეს 8MB-ს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე