საწყობის ვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ვაიზერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს.

"ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

"ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "გორგია პრემიუმი".

ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ:

პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ვაიზერის პოზიციაზე, მარნეულში.

ძირითადი მოვალეობები:

** კონკრეტული კატეგორიის პროდუქციის მიღება/დასაწყობება
** სახეობების მიხედვით პროდუქციის სტელაჟებზე განლაგება
** თანამშრომლების საქმიანობის მართვა
** მიბარებული ქონების მოვლა-პატრონობა
** კუთვნილ ტერიტორიაზე სისუფთავის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** სასურველია გამოცდილება სამშენებლო სფეროს მიმართულებით
** სასურველია რუსული ენის ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 31 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject2@gorgia.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე