ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ანაგი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
კომპანია "ანაგი" დაფუძნებულია 30 წლის წინ და არსებობის მანძილზე უწყვეტად ოპერირებს საქართველოში. მრავალი წელია იგი წარმოადგენს ლიდერ კომპანიას სამშენებლო სექტორში.

იმისთვის, რომ კანდიდატმა მიაღწიოს წარმატებას ჩვენ გვჯერა, რომ ის უნდა იყოს მოტივირებული, განვითარებაზე ორიენტირებული, მიზანდასახული და გრძელვადიანი თანამშრომლობის სურვილით განმსჭვალული. ჰქონდეს სურვილი, რომ გაიზარდოს კომპანიასთან ერთად და მისთვის ეს ყველაფერი იყოს სასურველი და ცხოვრებაში პრიორიტეტული. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ საქმისადმი დამოკიდებულება, მისი კეთების სურვილი და მაღალი ინტელექტი გაცილებით მნიშვნელოვანი ფაქტორებია წარმატების მისაღწევად, ვიდრე განათლება, გამოცდილება და სხვა კვალიფიციური მახასიათებლები, თუმცა ეს უკანასკნელიც აუცილებელია.

კანდიდატი გაივლის მინიმუმ 1 ტესტს და 1 გასაუბრებას. ანაზღაურების პაკეტი იქნება კონკურენტუნარიანი და რაც მთავარია პერსპექტიული. იგი განისაზღვრება შერჩევის პროცესში და/ან კანდიდატთან მოლაპარაკების დროს.

კომპანიის ბუღალტერი პასუხისმგებელია უზრუნველყოს კომპანიის ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვა ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის, დადგენილი ვადებისა და აღრიცხვის შემდეგი პრინციპების დაცვით:

** სიზუსტე. უზრუნველყოს ტრანზაქციებისა და ბალანსების ზუსტი აღრიცხვა მათი შინაარსის მიხედვითა და ფორმის დაცვით
** სისრულე. უზრუნველყოს კომპანიის ბიზნეს პროცესების გამართულობა დოკუმენტბრუნვისა და აღრიცხვიანობის თვალსაზრისით. მოიპოვოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია ყველა მომხდარი ტრანზაქციისა და ბალანსის შესახებ და უზრუნველყოს მათი აღრიცხვა სრულად
** დროში გამიჯვნა. უზრუნველყოს ტრანზაქციების რეალური პერიოდის იდენტიფიცირება მათი შინაარსის მიხედვით და შესაბამისი აღრიცხვა
** რეალურობა. უზრუნველყოს ტრანზაქციებისა და ბალანსების რეალურობის დადგენა და მათი შესაბამისი აღრიცხვა
** ღირებულების შეფასება. საჭიროებისამებრ უზრუნველყოს ტრანზაქციების და ბალანსების ნომინალური და რეალური ღირებულების განსაზღვრა და შესაბამისი აღრიცხვა.
** უფლებების და ვალდებულებების პრინციპები. უზრუნველყოს ტრანზაქციებისა და ბალანსების აღრიცხვა მათი წარმოშობის დროს განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით
** გასაგებად აღრიცხვიანობა. ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის შედეგები იყოს გასაგები და იძლეოდეს ანალიზის და აუდიტის მარტივ, სწრაფ და ხარისხიან შესაძლებლობას. აღრიცხვის შედეგები გასაგები უნდა იყოს ყველა არსებული და შესაძლო მომხმარებლისთვის

აქედან გამომდინარე ქვემოთ მოცემულია ფუნქცია-მოვალეობების არასრული სია:

** შემოსავლების სამსახურისთვის საგადასახადო დეკლარაციების შევსებაში მონაწილეობის მიღება
** მენეჯერული და ფინანსური რეპორტინგი
** აუდიტორებთან და საგადასახადო კონსულტანტებთან შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობა
** ბანკებთან ურთიერთობა
** პირველადი დოკუმენტების დამუშავება და/ან კონტროლი
** საბანკო გადარიცხვების უზრუნველყოფა და მათი კონტროლი
** დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი
** სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან და სხვა ორგანოებთან რეპორტინგში და ურთიერთობაში მონაწილეობის მიღება
** სხვა დავალებები საჭიროების მიხედვით, ზემოთ მოცემული მიზნების მისაღწევად
** შემოსავლების სამსახურის ონლაინ პორტალზე მუშაობა პირველადი დოკუმენტაციის გამოწერა /დადასტურება

კანდიდატის საკვალიფიკაციო მახასიათებლები:

** 3-5 წლიანი გამოცდილება ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის სფეროში.
** საბუღალტრო პროგრამა ორისის და ექსელის სამომხმარებლო დონეზე კარგად ცოდნა. სასურველია ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია IFRS სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია ACCA-ის წევრი ან სტუდენტი
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა
** სასურველია უცხო ენების ცოდნა
** სხვა საჭირო ცოდნა, გამოცდილება და უნარები ზემოთ მოცემული მიზნების მისაღწევად

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@anagi.ge და გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

ეს ელექტრონული გზავნილი და თანდართული ფაილები კონფიდენციალურია და განკუთვნილია მხოლოდ ადრესატ(ებ)ისთვის. თუ გზავნილი თქვენთვის არ არის განკუთვნილი, ან ის მიიღეთ შეცდომით, გთხოვთ, ამის შესახებ აცნობოთ გამომგზავნს და გზავნილი თანდართული ფაილ(ებ)ი დაუყოვნებლივ წაშალოთ თქვენი სისტემიდან. თუ გზავნილი თქვენთვის არ არის განკუთვნილი, არ გადააგზავნოთ იგი, არ შეინახოთ მისი ასლი და არ აცნობოთ მისი შინაარსი ნებისმიერ სხვა პირს. ელექტრონული კომუნიკაციების სისტემა არ არის უსაფრთხო და, ამდენად, კომპანია და გამომგზავნი არ იღებენ პასუხისმგებლობას გზავნილის ან თანდართული ფაილ(ებ)ის შინაარსზე. ელექტრონული კომუნიკაციის სისტემებთან დაკავშირებული რისკების გამო, გზავნილების უსაფრთხოება და მთლიანობა შეიძლება არ იყოს დაცული, ან გზავნილი შეიძლება შეიცავდეს ვირუსს. მიუხედავად იმისა, რომ ეს გზავნილი და თანდართული ფაილები შემოწმებულია, ჩვენი კომპანია არ იძლევა მათი უსაფრთხოების გარანტიას და არ იღებს პასუხისმგებლობას ამ გზავნილით გადაცემული ვირუსით თქვენი სისტემისთვის მიყენებულ ზიანზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე