გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: GASA
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
კომპანია "GASA - ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი" (www.gasa.ge) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტები მის პორტფელში არსებულ ტურისტულ სააგენტოებში
** კომპანიის არსებულ პროდუქტებზე და მასთან დაკავშირებული სიახლეების შეთავაზება
** სააგენტოებზე გაყიდვებთან დაკავშირებული სრული მომსახურების უზრუნველყოფა (კონტრაქტები, სისტემაში სამუშაო პაროლები, ტრეინინგი და ასე შემდეგ)
** გაყიდვების ზრდის მოთხოვნით სააგენტო ოპერატორების მოტივაცია.
** ყოველდღიური რეპორტის წარმოება ვიზიტებიდან მიღებულ შედეგებზე
** ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გაყიდვებში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** ტურიზმის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word)

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** მოწესრიგებული
** ორგანიზებული
** წინააღმდეგობის დამოუკიდებლად დაძლევის უნარი
** ანალიტიკური უნარები
** სწრაფი ათვისების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gasa.ge სათაურის ველში მიუთითეთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე