PHP დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: PHP დეველოპერი
მომწოდებელი: კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი-CTH" აცხადებს ვაკანსიას PHP დეველოპერის პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA რომელიც ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას ყველა მიმართულებით. ასევე გახლავთ რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიის სავაჭრო წარმომადგენელი საქართველოში (PEGASUS Airlines, Air Arabia, ) GDM- კი ეწევა ტურისტების შემოყვანას უცხოეთიდან საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. შემოყვანილი ტურისტების რაოდენობით საქართველოში, ბოლო 5 წლის განმავლობაში, იმყოფება ლიდერთა სამეულში. საოპერაციო ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ერევანში, ბაქოსა და ვლადიკავკაზში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** PHP OOP ( php7)- ობიექტზე ორიენტირებული ენის ცოდნა;
** MySQL, MSSQL - მონაცემთა ბაზების ცოდნა ( სხვა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად )
** რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნა;
** ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება - Rest/SOAP API;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განახლება;
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურის, მოდულებისა და სისტემების შემუშავება და დანერგვა;
** შესრულებული სამუშაოების დოკუმენტირება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cth.ge. აუცილებელი მოთხოვნაა წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე