კონდიტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონდიტერი
მომწოდებელი: სასტუმრო რუმს ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
"Rooms Hotel Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე.

პოზიციის სახელწოდება: კონდიტერი
დეპარტამენტი: კვებისა და სასმელების დეპარტამენტი
მოახსენებს: სამზარეულოს შეფ-მზარეულს

სამუშაოს მიზანი:

პასუხისმგებელია დაკავებული თანამდებობის შესაბამისი მოვალეობების შესრულებაზე და მასთან დაკავშირებული ყველა დავალების ხარისხიანად განხორციელებაზე.

განათლება, გამოცდილება და საჭირო უნარები:

** შესაბამისი სამუშაო გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** საკვებისა და სასმელების პროდუქტების კარგ დონეზე ფლობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებისა და კონტროლის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ძირითადი მოვალეობები:

** საკონდიტრო პროდუქტების, დესერტებისა და ფუნთუშეულის მომზადება - ცხობა, გაფორმება;
** აღმასრულებელი შეფ-მზარეულისა და შეფ-მზარეულისათვის დახმარების გაწევა სხვადასხვა კერძების მომზადებისა და გაფორმების დროს;
** სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** სტანდარტიზებული რეცეპტების მიხედვით მენიუში არსებული ყველა პროდუქტის მომზადება სხვადასხვა ღონისძიებისთვის;
** ყველა შეკვეთის დროულად დამზადება და მიწოდება;
** მენიუს სრული გეგმის, განსაკუთრებული შეკვეთებისა და მათი მომზადების წესის სრულყოფილად ცოდნა;
** ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვა, სასიამოვნო, პრეზენტაბელური გარეგნობის შენარჩუნება, სუფთა და მოწესრიგებული უნიფორმისა და სახელის აღმნიშვნელი სამკერდე ნიშნის ტარება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 12 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kazbegi@roomshotels.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე