სადოქტორო სტიპენდია 2019 მომავალი დოქტორებისთვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სადოქტორო სტიპენდია 2019 მომავალი დოქტორებისთვის
მომწოდებელი: YIC
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
1.გინდა გახდე დოქტორანტი და გაქვს საინტერესო იდეა სადოქტორო თემისთვის?
2.ხარ დაინტერესებული მეცნიერებით? მოგწონს სწავლისა და კვლევა-ძიების პროცესი?
3.გსურს იკვლიო ძალიან მნიშნვნელოვანი თემა და გჭირდება ხელშეწყობა შენი იდეების განსახორციელებლად?
4.მუდმივად ეძებ განვითარებისა და თვითრეალიზაციის გზებს?
5.მზად ხარ შეეჭიდო რთულ და საინტერესო პრობლემებს?
6.არ გაშინებს ტექნიკური და ნახევრად ტექნიკური საკითხების შესწავლა?
7.B1/B2 ან უფრო მაღალ დონეზე იცი ინგლისური და/ან რუსული ენები?
8.გინდა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს საერთაშორისო განვითარებასა და კაცობრიობის პროგრესში?

ამ კითხვებიდან მინიმუმ 6-ს დადებითად თუ პასუხობ, მაშინ ეს განაცხადი შენთვის განსაკუთრებული შესაძლებლობაა!

"ახალგაზრდული ინოვაციური ცენტრი" აცხადებს კონკურსს სტიპენდიებზე დოქტორანტურის გავლის მსურველთათვის შემდეგი მიმართულებებით:

** სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;
** ჰუმანიტარული მეცნიერებები;
** ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები;
** ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა;
** ხელოვნური ინტელექტი.

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს წარმატებული და ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარები, მხარი დაუჭიროს მეცნიერული კვლევის პროცესში და დაეხმაროს მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს საერთაშორისო განვითარებასა და კაცობრიობის პროგრესში.

დაფინანსება: ცენტრის მიერ გაცემული სადოქტორო სტიპენდია ერთი წლის განმავლობაში არ აღემატება 3000 ლარს.
მოთხოვნილი ჯამური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს.
სტიპენდიის ხანგრძლივობა: მინიმუმ 1, მაქსიმუმ 3 წელი.
2019 წელს დაფინანსდება 10 დოქტორანტი.

სტიპენდიის მოპოვებით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - youth.innovative.center@gmail.com.მეილის სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: "სადოქტორო სტიპენდია - სფერო" (თქვენი საკვლევი პრობლემატიკის შესაბამისი სფერო, მაგ: "სადოქტორო სტიპენდია - სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები").

** რეზიუმე (უმჯობესია ქართულ ენაზე);
** მოკლე ინფორმაცია საკვლევი პრობლემატიკის თაობაზე (საკვლევი პრობლემატიკის სფერო და მოკლე აღწერილობა);
** რეკომენდაციები (სასურველია);
** თემის მომავალი სავარაუდო ხელმძღვანელის რეზიუმე (სასურველია);
** გთხოვთ მიუთითოთ სავარაუდო ხელმძღვანელი და უნივერსიტეტი (როგორც უნივერსიტეტი, ასევე ხელმძღვანელი შესაძლოა შეცვალოთ).

ახალგაზრდული ინოვაციური ცენტრი გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე