მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: m|group
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" მართვაში არსებული რესტორნებისთვის აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

გრაფიკი: მცოცავი, კვირაში არაუმეტეს 48 საათი;
ანაზღაურება: საშუალოდ 700-800 ლარი (ანაზღაურება ზრდადია გამოცდილების მიხედვით)

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენაზე გამართული მეტყველება; აუცილებელია ასევე ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
** მომსახურების სანიმუშო მანერები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;

მოვალეობა-ვალდებულებანი:

** სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით;
** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
** სტუმრების შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში კერძების ინგრედიენტების და მომზადების პროცესის შესახებ სტუმრების ინფორმირება;
** კერძების/შეკვეთის თანმიმდევრობით სტუმართან გატანა;
** სტუმრებისთვის ყურადღების მიქცევა, პოზიციის კონტროლი;
** სტუმრებისთვის ანგარიშის მომზადება/მიტანა;
** სტუმრის გაცილება და შთაბეჭდილების გაგება;
** სუფრის გაწყობა/გასერვირება (მაგიდების და დამხმარე სერვის/კარადის მომზადება);

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** ყოველთვიური სამოტივაციო სისტემები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

ჩვენთან მუშაობით თქვენ შეიძენთ საუკეთესო გუნდს! საუკეთესო გამოცდილებას და საუკეთესო შესაძლებლობებს კარიერული ზრდისთვის!

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ან მომწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mgroup.ge. გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე