დღე-ღამის მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღე-ღამის მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: რიკო ექსპრესი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
მისო "რიკო ექსპრესი" ქ. თბილისში აცხადებს ვაკანსიას დღე-ღამის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

საწყისი ანაზღაურება: 750 ლარი (ხელზე ასაღები) + სამედიცინო დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები:

** ფულადი გზავნილების სისტემით ოპერაციების განხორციელება;
** ვალუტის გაცვლითი ოპერაციების განხორციელება;
** მომხმარებლებისთვის ბანკის პროდუქტების შეთავაზება და კონსულტირება;
** სწორი გადამისამართება მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.

მოთხოვნები:

** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სასურველია აპლიკანტს გააჩნდეს სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;

კანდიდატები მზად უნდა იყვნენ გაიარონ სტაჟირება. (არაანაზღაურებადი სტაჟირება - 2 თვე).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად (ფოტოს ზომა 3X4) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ricocredit.com და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის და ქალაქის დასახელება.

რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე