აიტი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აიტი სპეციალისტი
მომწოდებელი: F1 - კომპიუტერული სერვისი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
აიტი სერვისების კომპანია "F1" გეგმავს საკუთარ რიგებში ახალი აიტი სპეციალისტების დამატებას.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციების აიტი მომსახურებას, მათი სისტემური და ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით.

კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://f1.com.ge/

ვისთვის არის ეს ვაკანსია?

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთება შეუძლია როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ კადრს, რომელსაც გააჩნია ქვემოთ ჩამოთვლილი ცოდნა და უნარ-ჩვევები:

** Windows OS ინსტალაცია/რეინსტალაცია და ხარვეზების აღმოფხვრა (ე.წ. Troubleshooting).
** Microsoft-ის და სხვა პოპულარული საოფისე პროგრამების ინსტალაცია და კონფიგურაცია.
** პერიფერიული მოწყობილობების მიერთება და კონფიგურაცია.
** ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია და შიდა ქსელის პრობლემების აღმოფხვრა.
** ანტივირუსული და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვა მექანიზმების დანერგვა და მართვა.

Mac OS, Linux და მობილური ოპერაციული სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
MikroTik ქსელური ინფრასტრუქტურის კონფიგურაციის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ასევე, უპირატესობა მიენიჭება F1 აკადემიის კურსდამთავრებულებს.

რას გულისხმობს აიტი სპეციალისტის პოზიცია?

აღნიშული პოზიცია მოიცავს მომხმარებლების (როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების) ტექნიკურ მხარდაჭერას ადგილებზე, მათი აიტი ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველსაყოფად.

მომსახურების სპექტრი მრავალფეროვანია და გულისხმობს როგორც ოპერაციული სისტემის და პროგრამული უზრუნველყოფის, ასევე ქსელური მოწყობილობების მხარდაჭერას, სხვადასხვა ზომის აიტი პროექტების განხორციელებას.

რას გთავაზობთ?

მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულ მეგობრულ გუნდს, პროფესიული ზრდისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების მრავალფეროვან შესაძლებლობებს, შემდეგი პირობებით:

** ოფისი: ქ. თბილისი, ალექსიძის 3 (მომსახურება მომხმარებლის ადგილსამყოფელის მიხედვით)
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-18:00 (2 კვირაში 1 შაბათი)
** ანაზღაურება: კომპეტენციებისა და შესრულებული სამუშაოს შესაბამისად (მეტი სიცხადისთვის: აიტი სპეციალისტის საშუალო ხელფასი ჩვენთან ≈1, 050 ლარია)

დაინტერესების შემთხვევაში, CV უნდა გამოგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@f1.com.ge 2019 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "აიტი სპეციალისტი".

30-31 აგვისტოს შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება ტესტირება (CompTIA A+ საგამოცდო სტანდარტით) და გასაუბრება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე