დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დეველოპერი
მომწოდებელი: hotsale.ge
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
"პალიტრა მედია ჰოლდინგი"-ს წევრი ფასდაკლებების საიტი "Hotsale.ge" აცხადებს ვაკანსიას დეველოპერის პოზიციაზე.

საიტის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს კომერცია ინტერნეტ სივრცეში. "ჰოთსეილი"-ს მისიაა ვებგვერდის მეშვეობით ონლაინ რეჟიმში მომხმარებელს შესთავაზოს ხარისხიანი და მაღალმოთხოვნადი პროდუქტებისა და მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანი ექსკლუზიური ფასდაკლებით.

მოვალეობები:

** ახალი პროექტების შექმნა;
** არსებული პროექტების ტექნიკური მხარდაჭერა და განვითარება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** PHP (OOP) ცოდნა მაღალ დონეზე;
** Laravel Framework-თან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ​Javascript-ის მაღალ დონეზე ცოდნა (ES სტანდარტების გათვალისწინებით);
** დაკისრებული სამუშაოს მაღალი ხარისხით შესრულების უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ​მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული; ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00;
** ვაკანსიის ადგიმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ. #49.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge

subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 12 სექტემბერი

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე