ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: საერთაშორისო კომპანია
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების შესრულება ერთიან სააღრიცხვო ბაზასა და ბუღალტრულ პროგრამაში;
** ინფორმაციის მომზადება დეკლარირებისათვის;
** თვის/ფინანსური წლის დახურვის საჭირო ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
** ძირითადი საშუალებების, ცვეთის და ა.შ. აღრიცხვა;
** საგადასახადო სტრუქტურასთან ურთიერთობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მათემატიკის, ფიზიკის, ეკონომიკის ან ბუღალტრული აღრიცხვის განხრით;
** პროფესიული სერტიფიცირება (ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსები);
** 3 წლამდე სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Excel, Word);
** ბუღალტრული პროგრამების 1C და APEX კარგად ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა; (სასურველია)
** საგადასახადო კოდექსის და შრომითი კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobvacancy592@gmail.com 2019 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით. წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება ელექტრონულ მისამართზე 6 თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე