კორპ. გაყიდვების მენეჯერი, შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპ. გაყიდვების მენეჯერი, შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: უნიმედი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
ევროპული და ამერიკული სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების მწარმოებელი ბრენდების წარმომადგენელი საქართველოში - შპს "უნიმედი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობებზე:

1. კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა;
** არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება და გაღრმავება;
** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი;
** გაყიდვების გაზრდის მიზნით - აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა;
** ექიმებთან და კომპანია-პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება და მათთან გრძელვადიან ურთიერთობაზე ზრუნვა;
** პროდუქტების და მომსახურების ოპტიმალური პაკეტის შექმნა და მისი კლიენტებისთვის სწორად მიწოდების დაგეგმვა;
** სამედიცინო ბაზარზე კლინიკების მოთხოვნების მონიტორინგი და ბიზნეს გარემოს ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ჯანდაცვა და მენეჯმენტი)
** გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ფლობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა, პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი.
** გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნების უნარი და კრეატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

2. შესყიდვების მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ლოჯისტიკის სფეროში გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (Excel-ის განსაკუთრებით);
** შესყიდვების (ტენდერებში) და გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ანგარიშების გაკეთების უნარი შესყიდვებსა და გაყიდვებზე;
** ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგად ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა, ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება.

საგამოცდო პერიოდი: 3 თვე.
საწყისი ანაზღაურება საგამოცდო პერიოდში დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.
საგამოცდო პერიოდის შემდეგ ანაზღაურება ზრდადია.
ყოველთვიური და კვარტალური პრემიალური სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე CV ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: cv@unimedi.ge 2019 წლის 15 სექტემბრამდე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე