გაყიდვების წარმომადგენელი - ბეტონის ინდუსტრია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი - ბეტონის ინდუსტრია
მომწოდებელი: MC Bauchemie
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
"MC Bauchemie" დაფუძნდა 50 წლის წინ გერმანიაში, ქალაქ ბოტროფში. დღეს იგი წარმოადგენს ლიდერ კომპანიას სამშენებლო ქიმიის წარმოების მიმართულებით და ოპერირებს 40-ზე მეტ ქვეყანაში, დასაქმებულია 2500 თანამშრომელზე მეტი და დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით.

"MC Bauchemie" წარმომადგენლობა საქართველოში დაფუძნდა 2014 წელს და წარმოადგენთ ეტაპობრივად მზარდ კომპანიას.

ვეძებთ პროფესიონალ გაყიდვების კადრებს CI (Concrete Industry) მიმართულებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა, მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და ანალიზი;
** სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრა
** კორპორატიული კლიენტების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი
** პოტენციური კლიენტების საჭიროებების განსაზღვრა
** კლიენტების ბაზის მართვა და მათთან საქმიანი და გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება
** პოტენციური კლიენტების საჭიროებების გამოვლენა და ხშირი სტუმრობა მათთან
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა
** კომპანიის პროდუქტების გაყიდვების ზრდა
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და რეპორტინგი.
** ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი შესრულებულ სამუშაოებზე და სამოქმედო გეგმებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით)
** B2B გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ან გერმანული ენის კარგ საკომუნიკაციო დონეზე ფლობას, როგორც სასაუბრო, ასევე წერითს
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** აუცილებელია მართვის მოწმობა და მზაობა სხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ტრეინინგებს გერმანიაში;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით და დამატებით საბონუსე სისტემას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურად ან გერმანულად და მოგვწეროთ თქვენთვის სასურველი სახელფასო განაკვეთი, ელექტრონულ მისამართზე: lasha.kalandarishvili@mc-bauchemie.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე