მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: BergHOFF
გამოქვეყნდა: 09 აგვისტო / ბოლო ვადა: 09 სექტემბერი
საფირმო მაღაზიათა ქსელი "BergHOFF" ეძებს საკუთარი გუნდისთვის აქტიურ, კომუნიკაბელურ და მიზანდასახულ გოგონებს, 20-დან 35 წლამდე, მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ჭავჭავაძის #37, სავაჭრო ცენტრი "აქსის თაუერსი", და სავაჭრო ცენტრი "ისტ პოინტი".

შენ გელოდება საინტერესო სამსახური და დიდი შესაძლებლობები!

შენ იდეალურად გვერგები, თუ:

** ცხოვრობ აქტიური ცხოვრების წესით;
** ფლობ კარგ კომუნიკაბელურ უნარ-ჩვევებს, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა;
** გულწრფელად უდგები ყველა მყიდველს და მათ მოთხოვნებს;
** ფლობ უცხო ენებს ინგლისურს/რუსულს და სხვა;
** მზად ხარ მიიღო ახალი ცოდნა, გაიზარდო და განვითარდე ჩვენს ქსელთან ერთად;
** ყოველთვის ხარ კარგ ხასიათზე და პოზიტიურად ხარ განწყობილი ყველასთან მიმართებაში!

არ არის აუცილებელი, მაგრამ უპირატესობას მოგანიჭებს, თუ:

** გაგაჩნია გამოცდილება გაყიდვებში;
** გიზიდავს კულინარია, გიყვარს და შეგიძლია მზარეულობა.

ჩვენთან შენ შეძლებ:

** იმუშაო მალე განვითარებად მაღაზიათა ქსელში;
** მიიღო კონკურენტუნარიანი ხელფასი და პრემიები ზუსტად განსაზღვრულ დროსა და რიცხვში;
** იმუშაო ფანტასტიკური გრაფიკით 7/7. მთლიანი დასვენების კვირა შენს განკარგულებაშია;
** კომპანიის ხარჯით შეისწავლო ახალი და თანამედროვე გაყიდვების ტექნიკა და სტილი;
** იმუშაო ქალაქის ხარისხიან და პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრებში, ლამაზ და თანამედროვე მაღაზიებში და რაც მთავარია ხარისხიან პროდუქციასთან;
** მიიღო შესაძლებლობა, გაიზარდო კარიერულად და მართო მაღაზია!

რას აკეთებენ თანამშრომლები:

** პირველ რიგში ასრულებენ გაყიდვების გეგმებს;
** სიხარულით და გულწრფელად ხვდებიან ყოველი სტუმარს რომელიც შემოდის მაღაზიაში;
** აქტიურად მუშაობენ სავაჭრო დარბაზში, უწევენ კონსულტაციას და ეხმარებიან არჩევანში;
** იცავენ სისუფთავეს მაღაზიაში;
** ღებულობენ პროდუქციას და ლამაზად აწყობენ მას თაროებზე;
** მუშაობენ სალაროსთან.

თუ ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი შენზე წერია, გამოაგზავნე შენი რეზიუმე და შეუერთდი ჩვენს გუნდს!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ფოტოსურათი ელ.ფოსტაზე: berghoff.hr@gmail.com

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე