ბუღალტრის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 09 აგვისტო / ბოლო ვადა: 09 სექტემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.

გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-18:00.
სამუშაოს მდებარეობა: თბილისი, საგურამო.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსური განხრით (სერთიფიცირება ჩაითვლება პრიორიტეტად);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა პროგრამა ორისის ცოდნა;
** სავალდებულოა 1 წლიანი გამოცდილება ბუღალტრის ან ბუღალტრის დამხმარეს პოზიციაზე (სასტუმროს, ტურიზმის სფეროში)
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრის დახმარება სახელფასო უწყისების მომზადების საკითხებში;
** საბანკო ოპერაციების შესრულება;
** ხარჯვითი ნაწილის დოკუმენტაციის აღრიცხვა, პროგრამაში ასახვა;
** შესყიდვის შემოწმება და შესაბამისი საბუთების მომზადება;
** საქვეანგარიშოდ თანხის გაცემა, პროგრამაში ასახვა;
** შემოსავლების სამსახურის ელ.მომსახურების საიტზე მუშაობა;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის რეპორტების მომზადება და მიწოდება.

პიროვნული თვისებები:

** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: m.sevsamora@yahoo.com და "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე