შეფ-მზარეული, ადმინისტრატორი, მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ-მზარეული, ადმინისტრატორი, მიმტანი
მომწოდებელი: ბუტიკ ტიპის სასტუმრო
გამოქვეყნდა: 09 აგვისტო / ბოლო ვადა: 09 სექტემბერი
ბუტიკ ტიპის სასტუმრო აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: შეფ-მზარეული, ადმინისტრატორი, მიმტანი.

1. შეფ-მზარეული

გრაფიკი: 06:00-14:00
ანაზღაურება: 900-1200 ლარი

მოთხოვნები:

** სასტუმროს სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლიდერობა - გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებული და კვალიფიციური.

მოვალეობები:

** საუზმის ორგანიზება შესაბამის გუნდთან ერთად;
** შეკვეთების დროულად და ეფექტურად მომზადება;
** სამზარეულოს საწყობის მართვა;
** საკვები პროდუქციის მომზადების და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვა;
** კალკულაციების გამოთვლა;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** სასტუმროს ყველა კვებითი საკითხის ორგანიზება.

2. მიმღები-ადმინისტრატორი

გრაფიკი: 12 საათიანი ცვლები (დღის და ღამის)
ანაზღაურება: 800 ლარი (+ ბონუსი)

მოთხოვნები:

** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია სასტუმროში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასტუმროს მართვის პროგრამის (Fidelio/Opera) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** კომუნიკაბელური, პრეზენტაბელური;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

მოვალეობები:

** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება და ანგარიშწორება;
** ჯავშნების პროგრამულად ასახვა, ეფექტურად გადანაწილება და კონტროლი;
** სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა, პრობლემებზე დროული რეაგირება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება;
** საბუთების მართვა და ხელმძღვანელობისთვის გადაბარება;
** ყოველი სამუშაო დღის ბოლოს რეპორტის წარმოება და მენეჯმენტისთვის მიწოდება;
** მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის;
** მენეჯერის დავალებების შესრულება.

3. მიმტანი

სამუშაო განაკვეთი: 06:00-14:00 ან 13:00-23:00
ფიქსირებული ხელფასი: 600 ლარი (+ ბონუსები)

მოთხოვნები:

** მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** ორგანიზებული და პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური და ენერგიული;
** მაღალი ხარისხის სერვისზე ორიენტირებული.

მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა, შეკვეთის მიღება და გამასპინძლება;
** საუზმის ორგანიზება შესაბამის გუნდთანე ერთად;
** ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების მომზადება;
** ანგარიშსწორების წარმოება.
** სტუმრის წასვლის შემდგომ, მაგიდის მოწესრიგება პროცედურების შესაბამისად;
** სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა;
** სტანდარტების შესაბამისად, მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV მისამართზე: hrhotel84@gmail.com და წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე