ინტერიერის დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: კაფელისა და ლამინატის მაღაზია-სალონი
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
კაფელისა და ლამინატის მაღაზია-სალონი აცხადებს კონკურსს ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები, რომელსაც კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს:

** უმაღლესი განათლება და პროფესიული უნარ-ჩვევები;
** შიდა მოსაპირკეთებელი პროდუქციის გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული ენის ცოდნა,
** აუცილებელია, გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: 3Ds Max; ArchiCAD; AutoCAD; V-Ray ; Adobe Acrobat Professional; Adobe Photoshop; Corel Draw ; Microsoft Office (Word, Excel)

პიროვნული თვისებები:

** შემოქმედებითი აზროვნება;
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზია-სალონში დიზაინერულ/არქიტექტურული მიმართულების განვითარება და გაძღოლა;
** კლიენტებთან გასაუბრება/ ინტერიერის ვიზუალიზაცია
** დიზაინერულ/არქიტექტურული კუთხით წამოჭრილი საკითხების მენეჯმენტი, გადაჭრა;
** ინტერიერის დიზაინ-პროექტების დამუშავება, ტექნიკური გაფორმება
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** სარეკლამო პოსტერების გაკეთება სოციალური ქსელებისთვის
პირობები:
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა და დაწინაურების პერსპექტივა

სამუშაო გრაფიკი: 10 დან 6 საათამდე; შაბათს 16 საათამდე. დასვენების დღე-კვირა.
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე
ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი

კონკურსის პირობა: მაღაზიის ფასადის მაკეტის გაკეთება. შერჩეულ კანდიდატებს მოვიწვევთ გასაუბრებაზე.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: buildexpert.nino@gmx.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე