მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: დეველოპერული კომპანია
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
უცხოური დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-დან 18:30 საათამდე, საჭიროების შემთხვევაში შაბათსაც. დასვენების დღეები: შაბათი და/ან კვირა.

მოვალეობები:

** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მუშაობა, ინფორმაციის მობილიზაცია და სისტემატიზაცია პოტენციური კლიენტების შესახებ; კლიენტების ბაზის შექმნა სხვადასხვა ნიშნის მიხედვით და ამ მონაცემების ეფექტურად გამოყენება;
** კლიენტებისათვის სხვადასხვა შეთავაზებებისა და პრეზენტაციების მომზადება;
** შეხვედრების ორგანიზება;
** გაყიდვების პროგრამის განვითარება და კონტროლის განხორციელება;
** მარკეტინგული გეგმების შექმნა და კონტროლი;
** ბაზრის კვლევა;
** პრეზენტაციების, რეკლამების და კომერციული წინადადებების მომზადება;
** ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევ;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონებისა ან სამშენებლო სექტორში, სასურველია გაყიდვების მენეჯერად;
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ქართულ ენაში; ინგლისური და რუსული - სალაპარაკო (აუცილებელია);
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail);
** კომუნიკაბელურობა და ანალიტიკური აზროვნება;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების/დათანხმების უნარი;
** რეკომენდაცია წინა სამსახურიდან.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ინგლისურ და ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე:
construction.ge@yahoo.com

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელ. წერილის სათაურში ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2019 წლის 5 სექტემბერი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე