შეფ-მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ-მზარეული
მომწოდებელი: ლუდის რესტორანი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
ლუდის რესტორანს ესაჭიროება შეფ-მზარეული .

ძირითადი მოვალეობები:

** ასაკი 30-40 წელი
** სამზარეულოში მიმდინარე ყველა აქტივობის, მათ შორის საკვების მომზადებისა და ვიზუალური გაფორმების პროცესის მართვა
** სტუმრების მოთხოვნებზე ორიენტირებული მენიუს შემუშავება და რეგულარულად შეცვლა ადგილობრივი და სეზონური ტენდენციების გათვალისწინებით
** საკვები პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა
** საკვები პროდუქტების პირველადი დამუშავების (გაწმენდა, გარეცხვა, და დახარისხება) და მათი შენახვის წესების ზედმიწევნით ცოდნა და შესრულება
** სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი
** სამზარეულოს პერსონალის და მათი სამუშაო ცვლების კონტროლი
** სამზარეულოს და სამრეცხაოს თანამშრომლების მუდმივი ტრეინინგი
** თანამშრომლების ინფორმირება ნებისმიერი სიახლის და რაიმე გადაწყვეტილების შესახებ
** უზრუნველყოს უმაღლესი დონის ჰიგიენა და დისციპლინა
** აწარმოოს ეფექტური და პროდუქტიული ურთიერთობა სამზარეულოს თანამშრომლებს შორის
** სამზარეულოს მარაგების მუდმივი მონიტორინგი და ახალი შეკვეთების განხორციელება
** წინასწარ განსაზღვრული მენიუს კალკულაციების კონტროლი და დაცვა
** კერძის გემოვნური თვისებების კონტროლი ყოველდღიურად

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** თავაზიანობა
** პასუხისმგებლობა
** პუნქტუალურობა
** მოწესრიგებულობა
** ენერგიულობა

ანაზღაურება: 2500 ლარიდან -ცოდნის და გამოცდილების შესაბამისად, პლიუს ბონუს სისტემა

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: dkitoshvili@yahoo.com

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე. CV-ის გაგზავნის დროს გთხოვთ მიუთითოთ საფუძველში - ვაკანსია: "შეფ-მზარეული".

მეილები რომელშიც არ იქნება აღნიშნული ვაკანსია წაიშლება ავტომატურად, განხილვის გარეშე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე