ენოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ენოლოგი
მომწოდებელი: ღვინის მწარმოებელი კომპანია
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
პრემიალური ღვინოების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ენოლოგის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ენოლოგი)
** სამუშაო გამოცდილება 3 წელი (უპირატესობა მიენიჭებათ)
** შესრულებული სამუშაოების ანალიზისა და რეპორტინგის უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი შრომისუნარიანობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** შედეგზე ორიენტირებულობა
** გუნდის წევრებთან კომუნიკაციის უნარი
** თვითგანვითარების უნარი
** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

მოვალეობები:

** ყურძნის ფიზიოლოგიური, ფენოლური და ტექნიკური სიმწიფის განსაზღვრა
** რთველის მიღება
** საღვინე ჭურჭელში (ქვევრი, უჟანგავი ცისტერნა) ყურძნის სწორი გადანაწილება
** ფერმენტაციის პერიოდში ღვინის სრული კონტროლი
** მაცერაციის ვადის განსაზღვრა, ყოველდღიური დეგუსტაციის მიხედვით
** ღვინის შენახვის პირობების კონტროლი
** ღვინის ანალიზების რეგულარული გაკეთება და მათი შესწავლა
** ყოველკვირეული რეპორტი, მდგომარეობის შეფასება
** მუდმივი კომუნიკაცია საერთაშორისო კონსულტანტებთან.

სასურველია (არ არის აუცილებელი): ინგლისური ენის ცოდნა, ვენახის ცოდნა, პრაქტიკა უცხოეთში.

შერჩეულ კანდიდატს ელოდება კვალიფიკაციის ამაღლება, ვინაიდან კომპანია ორიენტირებულია განვითარებაზე პრემიალურ სეგმენტში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გადმოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacwine@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე