Facebook ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Facebook ადმინისტრატორი
მომწოდებელი: გერმანული კომპანია
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
გერმანული კომპანია აცხადებს ვაკანსიას Facebook ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: "თბილისი მოლთან"
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 18:00 საათამდე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; სასურველი რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა.

მოვალეობები:

** ვებ. გვერდისა და Facebook გვერდის ადმინისტრირება
** მომხმარებელთათვის პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება
** გაყიდვების განხორციელება
** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა
** სატელეფონო და ზეპირი კონსულტაციის გაწევა
** მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება
** მაქსიმალური ძალისხმევა გაყიდვების ზრდის ხელშეწყობისთვის.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართული წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** ენერგიული და კომუნიკაბელური
** უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით
** პუნქტუალური და მოწესრიგებული, უაღრესად დისციპლინირებული
** შეთავაზებისა და კლიენტის დარწმუნების უნარი
** აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი
** მოსმენის უნარი
** კეთილგანწყობა კლიენტისა და მისი პრობლემის მიმართ
** მკაფიო და გამართული მეტყველების უნარი
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი
** ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების მიღების უნარი
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
** გაწონასწორებული და მშვიდი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, მისამართზე: giorgi_obgaidze@germanshop.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე