სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ევროპული ფარმაცევტული კომპანია
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
ევროპული ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე.

მიმდინარე ვაკანსია გათვალისწინებულია 30 წლამდე ახალგაზრდებისათვის, რომელთაც არ აქვთ მუშაობის გამოცდილება და ეძლევათ შესაძლებლობა დაიწყონ მუშაობა სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერილობა: წამყვანი ევროპული ფარმაცევტული კომპანიის პროდუქტების პრომოცია.

საწყის ეტაპზე პერსონალური ქოუჩის ხელმძღვანელობით ხდება გასაუბრებით არჩეული პირის მომზადება, რომ კანდიდატი დაეუფლოს სამედიცინო წარმომადგენლის პროფესიას ევროპული სტანდარტებით და გააგრძელოს კარიერა მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებში გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით.

სამუშაო პერიოდში ხელფასთან ერთად გათვალისწინებულია სპეციალური ბონუსები, რომელიც ანგარიშდება წინასწარ შეთანხმებული სქემის მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო, ფარმაცევტული)
** უცხო ენის ფლობა - ინგლისური და/ან რუსული (ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.

აუცილებელი უნარები:

** კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური უნარ-ჩვევები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად (აუცილებელია), მისამართზე: aggvacancy@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე