Print | Close
https://jobs.ge//ge/?view=jobs&id=229286&print=yes
 
პროფ. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფ. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი
მომწოდებელი: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრი
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის მიზნით.

განაცხადების მიღების ვადა განისაზღვროს 2019 წლის 01 აგვისტოდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

დარგის სპეციალისტის კვალიფიკაცია, რაც დასტურდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტ(ებ)ით (პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტ(ებ)ით) გათვალისწინებულ სფეროებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილებით ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტ(ებ)ით (პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტ(ებ)ით) გათვალისწინებულ სფეროებში პროფესიული/აკადემიური განათლებითა და ამ სფეროში ბოლო 5 წლის განმავლობაში არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილებით შემდეგი მიმართულებებით:

** ბუღალტრული აღრიცხვა
** საფინანსო სერვისები
** სახვითი ხელოვნება
** კერამიკული ნაკეთობის დამზადება
** ხის მხატვრული დამუშავება
** ქვის მხატვრული დამუშავება
** ლითონის მხატვრული დამუშავება
** საიუველირო საქმე
** საიუველირო და სანახელავო ქვების დამუშავება
** მომინანქრება
** მხატვრული ქსოვა
** ​თექის დამზადება
** ქარგვა
** საოფისე საქმე
** ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა
** კომპიუტერული ქსელი და სისტემები
** კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება
** ​ ვებტექნოლოგიები
** მსუბუქი ავტომობილის შეკეთება (სავალი ნაწილის შეკეთება, ძრავის შეკეთება, ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება)
** ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძარას შეკეთება (ღებვა, მეთუნუქე)
** სატვირთო ავტოტრანსპორტი და სპეცდანიშნულების ტექნიკის შეკეთება (აგრარული ტექნიკის შეკეთება)
** წყალმომარაგების სისტემების ექსპლუატაცია
** წყალარინების სისტემების ექსპლუატაცია
** სანტექნიკის სიტემების ექსპლუატაცია
** სამშენებლო კონსტრუქციების მოწყობა
** კედლის დაფარვის სამუშაოები
** იატაკის და ფილის სამუშაოები
** საგზაო მშენებლობა
** ​დენტალური საქმე
** საექთნო საქმე
** ფარმაცია
** თმისა და სილამაზის მომსახურება
** სასტუმრო მომსახურება
** სარესტორნო მომსახურება
** კულინარიის ხელოვნება
** ​ კონდიტერია
** ამწე და მსგავსი მანქანების ოპერირება
** შედუღება
** სამკერვალო წარმოება
** სატყეო საქმე
** მეთევზეობა
** ვეტერინარია
** მევენახე - მეღვინე
** ფოტოგრაფია
** ციფრული ხელოვნება
** ანიმაციის შესრულება
** ტელერეჟისურა
** ​ვიდეო-საოპერატორო ხელოვნება
** ვიდეომონტაჟი
** ტელეეთერის დიზაინი
** განათების დიზაინი
** მინის მხატვრული დამუშავება
** ​ფლორისტიკა
** რეპორტიორობა
** ​ ტელე-რადიოწამყვანობა
** ღონისძიების ორგანიზება
** ლოგისტიკა
** პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგი
** შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები
** ​ ელექტროობა
** ჰაერის კონდიცირება
** ელექტრონული მოწყობილობების ექსპლუატაცია
** ტელეკომუნიკაცია
** მექანიკა
** ლითონის დამუშავება
** საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება
** სარკინიგზო ძრავიანი ტრანსპორტი
** ​აგრომექანიზაცია
** ​ მექატრონიკა
** სასურსათო პროდუქტების წარმოება
** ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება
** სამთო საქმე
** ​აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოს შესრულება
** სოფლის მეურნეობა (ფერმერობა, მეფრინველეობა, მემცენარეობა, მეხილეობა)
** მეფუტკრეობა
** მევენახეობა
** მებოსტნეობა
** ცხენის მოვლა
** ბიომეურნეობა
** მებაღეობა
** სათავგადასავლო ტურიზმი
** საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია
** რკინიგზის ოპერირება.

ექსპერტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს შემდეგი უნარები:

** კომპიუტერული უნარები;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტის ფუნქციებად განისაზღვროს:

ავტორიზაციის სტატუსის მაძიებლის საავტორიზაციო ან მონიტორინგის/პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის/პროგრამის დამატების საქმისწარომების სპეციფიკის გათვალისწინებით საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით:

** საგანმანათლებლო დაწესებულების შეფასების პირველ ეტაპზე, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა;
** დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე თითოეულ სტანდარტთან მიმართებით, შენიშვნების, მოსაზრებებისა და კითხვების ჩამოყალიბება, რომელთა გარკვევაც სურს ვიზიტის ფარგლებში ან/და დაწესებულებისგან დამატებით გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე და შეთანხმებულ ვადებში ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისათვის გაგზავნა;
** შესწავლილი დოკუმენტაციის განხილვის მიზნით ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის მიღება;
** ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში ვიზიტის დღის წესრიგის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში, წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით, დასკვნის შესადგენად ყველა საკითხის შესწავლა, მათ შორის, დაინტერესებულ პირებთან ინტერვიუირების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვა, ვიზუალური დათვალიერება და დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი აქტივობების განხორციელება;
** ​ თვითშეფასებაში/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების/პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადში (პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის - პროგრამების სპეციფიკისა და დაწესებულების რესურსების გათვალისწინებით) ასახული ინფორმაციის შესაბამისობის გადამოწმება დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობასა და ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით;
** ​ვიზიტის/დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ მონაწილეობის მიღება შეფასების შედეგების განხილვაში, შეჯამებასა და დასკვნის პროექტის/დასკვნის მომზადებაში;
** მონაწილეობის მიღება შესაბამისი საკითხის განხილვაში ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე.

კანდიდატმა ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@eqe.ge აუცილებლად უნდა გამოაგზავნოს:

** განცხადება, რომელშიც მითითებულია სფერო/სფეროები (ამ ბრძანების მე-3 პუნქტით განსაზღვრული), რა მიმართულებითაც სურს კანდიდატს კონკურსში მონაწილეობის მიღება;
** სამოტივაციო წერილი ორი რეკომენდატორის მითითებით;
** ავტობიოგრაფია (CV ქართულ ენაზე);
** კვალიფიკაციის ან/და მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც ადასტურებს კანდიდატის შესაბამისობას საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ პირობებთან. საგანმანათლებლო სტანდარტებზე, პროფესიულ სტანდარტებზე, პროგრამებზე, მოდულებზე, სილაბუსებზე, საგანმანათლებლო რესურსებზე მუშაობის ან სწავლების გამოცდილება არ ჩაითვლება მუშაობის გამოცდილებად ამ კონკურსის მიზნებისათვის.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა შესარჩევი კონკურსის ეტაპებად განისაზღვროს:

** განაცხადის წარდგენა;
** წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით;
** ექსპერტთა შერჩევის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით შესაბამისი კომისიის შექმნა;
** გასაუბრება;
** კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატების შესახებ რეკომენდაციის წარდგენა ცენტრის დირექტორისთვის;
** ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ექსპერტთა შეყვანა ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში.

კომისიამ თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გასაუბრების ჩატარებიდან 1 თვის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია