სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. სავაჭრო წარმომადგენელი - დისტრიბუტორი (პრისელერი) და ვაიზერი - თბილისი , ახალციხე, რუსთავი, ბორჯომი, გორი, ხაშური.

მოვალეობები:

** მის დაქვემდებარებულ რაიონში გაყიდვების კოორდინაცია;
** ოპტიმალური შეკვეთების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტების ბაზის განსაზღვრა და ათვისების კონტროლი;
** დებიტორებთან (მათ შორის პრობლემატურ დებიტორებთან) მუშაობა და კონტროლი;
** გაყიდვების გეგმის შესრულება/შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრი);
** საკუთარი ავტომობილი;
** უცხო ენების ცოდნა;

უნარები:

** გამართული მეტყველება;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** სისხარტე, ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დროის მართვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაბელურება;
** ორგანიზებულობა.

2. მომარაგების თანამშრომელი (დასტავკა)

მოვალეობები:

** მომარაგების ავტომანქანის დატვირთვა
** სავაჭრო ობიექტების მომარაგება საქონლით
** საქონლის შედარება სასაქონლო ზედნადებთან, როგორც ავტომანქანის დატვირთვისას, ასევე ტვირთის დანიშნულების ადგილზე დაცლისას
** სალარო აპარატთან მუშაობა, ყოვედღიური ანგარიშის მიწოდება ოპერატორისთვის გაყიდული და დაბრუნებული შეკვეთების შესახებ
** სავაჭრო ობიექტებიდან ამოღებული ნავაჭრი თანხის კომპანიის საბანკო ანგარიშზე შეტანა.
** სისუფთავის ნორმების დაცვა ავტომანქანაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა - C კატეგორია
** ასაკი: 22 წლის ზევით
** ავტომანქანის მართვის 2 წლიანი გამოცდილება
** თბილისის ქუჩების კარგი ცოდნა
** დისტრიბუტორად მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი.

პიროვნული თვისებები:

** მოწესრიგებულობა
** გუნდურობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა

სამუშაო განაკვეთი: სრული (6 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული

შენიშვნა: კანდიდატს აუცილებელია ყავდეს საკუთარი ავტომობილი და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება. კომპანია უზრუნველგყოფას გაუწევს საჭირო საწვავის შევსებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, ავტობიოგრაფია (ჩV) გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე akaki_keidia@mail.ru და დანიშნულების ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე