მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე ქუთაისში.

კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე.

ვალდებულებები:

** პერსონალისა და გაყიდვების მართვა.
** პროექტების მენეჯმენტი;

აუცილებელი მოთხოვნა:

** საოფისე პროგრამის ცოდნა, ტესტირება ექსელში;
** სალაროს ოპერაციების წარმოება და მართვა;
** უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ენას);

საჭიროების შემთხვევაში, არჩეული კანდიდატები გაივლიან 15-30 დღიან უფასო კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს.

არჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება საიდანაც 2 თვე მოიაზრება საგამოცდო-სწავლების პერიოდად.

საგამოცდო პერიოდში ხელფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად შედეგიდან გამომდინარე.
გამოსაცდელი პერიოდის გავლის შემდეგ ხელფასის მოცულობის და დაკავებული პოზიციის განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად: უნარის, კვალიფიკაციის, უნარჩვევების და ცოდნის მიხედვით 800-1500 ლარის ფარგლებში. შესაძლებელია ბონუსური დანამატები რეალიზებული პროექტებიდან გამომდინარე.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-დან 19:00 საათამდე, კვირაში 1 დასვენების დღე და დამატებით დასვენების დღე მცოცავი გრაფიკის შესაბამისად (შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ)

გთხოვთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@pm.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 595998385. გთხოვთ"subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: მენეჯერის ასისტენტი. ასევე CV-ში მიუთითოთ სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია, რადგან მასში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არსრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტის ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე