მარკეტინგის უმცროსი ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის უმცროსი ოფიცერი
მომწოდებელი: აჭარაბეთი
გამოქვეყნდა: 26 ივლისი / ბოლო ვადა: 26 აგვისტო
წამყვანი ონლაინ გასართობი კომპანია - "adjarabet.com" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის უმცროსი ოფიცრის პოზიციაზე.

ზოგადი აღწერილობა:

** გადახდების პროდუქტების გრძელვადიანი მარკეტინგული ხედვის შექმნა
** ბაზრის და მარკეტინგული არხების უწყვეტი მონიტორინგი და ანალიზი;
** პრომო აქტივობების დაგეგმვა & ეფექტურად განხორციელება
** სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობის დაგეგმვა, ახალი საკომუნიკაციო არხების შექმნა, კონკრეტული აქციისა თუ პროდუქტის ეფექტურობის გაზრდა
** სხვადასხვა სახის რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან

შენს შესახებ:

თუ ხარ დაინტერესებული დასაქმდე წამყვან ონლაინ გასართობ კომპანიაში, გაქვს 1 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით (პროექტები, ექაუნთ მენეჯმენტი) ხარ მოტივირებული რომ ბევრი ისწავლო, ხარ კრეატიული, ორგანიზებული, კომუნიკაბელური და კარგად ფლობ ინგლისურს, მაშინ სწორედ შენ გეძებთ!

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიკურ და მეგობრულ გარემოს
** ყოველდღიურ საინტერესო საქმიანობას
** სწავლის უსაზღვრო შესაძლებლობებს
** შიდა აქტივობებს
** ჯანმრთელობის დაზღვევას

თუ გინდა ჩვენთან, მაშინ გამოგვიგზავნე CV შემდეგ მისამართზე - vacancy@adjarabet.com და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება "მარკეტინგის უმცროსი ოფიცერი"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე