ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: უძრავი ქონების სააგენტო
გამოქვეყნდა: 26 ივლისი / ბოლო ვადა: 26 აგვისტო
უძრავი ქონების სააგენტო ბათუმში აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანიის ბიუჯეტირება. ფინანსური დაგეგმვა და ანალიზი, რეპორტინგი;
** ბუღალტრული და ფინანსური მონაცემების, ინფორმაციის დამუშავება და კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
** საფასო პოლიტიკის განსაზღვრა;
** აწარმოოს კომპანიის ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგება და მოამზადოს ანგარიშგებები უშუალო ხელმძღვანელისთვის, ორიენტაცია იქონიოს ხარჯების ოპტიმიზაციასა და შემოსავლების ზრდაზე;
** კომპანიის ფინანსურ პარტნიორებთან ურთიერთობა.
** გააკონტროლოს: კომპანიის ურთიერთობა ბანკებთან, ნაღდი ფულის დაგეგმვა და გადანაწილება კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე .
** მართოს: დებიტორები და კრედიტორები, ინვენტარი, ყველა ძირითადი საშუალება.
** აწარმოოს კომპანიის ფინანსური პროცესებისა და შესაძლებლობების მუდმივი გაუმჯობესება, მართოს და აქტიურად შეაფასოს ფინანსური რისკები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის კარგად ცოდნა;

დაინტერესებულმა პირებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr.agency320320@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 26 აგვისტო
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე