სოციალური მედიის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენი მისიაა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში წიგნიერების დონის ამაღლებისა და, საზოგადოდ, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალური მედიის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება კომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობაში;
** ფეისბუქ გვერდებზე მიმდინარე სარეკლამო კამპანიების მართვა/მონიტორინგი; კომპანიის ღონისძიებების მართვა;
** კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის ატვირთვა, ასევე სხვა აუცილებელი კონტენტის შევსება ვებ-გვერდზე (ფოტოები, ანოტაციები, აღწერილობა);
** ​Fb-კონტენტისთვის ვიდეო და ფოტო გადაღებებში მონაწილეობა, გადაღებების დაგეგმვა საჭიროების შესაბამისად.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Adobe Photoshop-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** სამუშაოს პრიორიტეტებად დანაწილების უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 18:00 სთ
ადგილმდებარეობა: ქ. იოსებიძე # 49

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე jobs@biblusi.ge 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე