მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: პადემი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
შპს "პადემი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართულობა;
** ბუღალტრულ პროგრამა "ORIS"-ში მუშაობა;
** ბუღალტრული ოპერაციების წარმოება, ხარჯების და შემოსავლების დარიცხვა;
** დებიტორ/კრედიტორების ანალიზი და კონტროლი, ამონაწერების და შედარებების კეთება;
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება და კონტროლი;
** ელექტრონულ პორტალზე სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგი, სასაქონლო ნაშთების კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი.
** სამუშაო გამოცდილება: 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

** პროგრამა "ORIS"-ის ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის სრულყოფილი ცოდნა;
** IFRS სტანდარტების ზოგადი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარი;

პიროვნული უნარები:

** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმეს შემცველ ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი. წერილის სათაურში მიუთითეთ ის ვაკანსია, რომელზედაც აგზავნით თქვენს მონაცემებს (აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ნომერი) და გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ. მისამართზე: etsitskishvili@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე