სერვისის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ნეოტექი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
კომპანია "ნეოტექი" უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანიამ 14 წლიანი არსებობის მანძილზე წარმატებული საქმიანობით შეძლო უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე წამყვანი პოზიციების დაკავება და ხარისხზე ორიენტირებული კომპანიის სახელის მოპოვება. ბოლო წლები კომპანია "ნეოტექი" ფლობს საქართველოს უსაფრთხოების ბაზრის სეგმენტის 35%-ზე მეტს და ითვლება ამ ბაზარზე ლიდერ კომპანიად. კომპანიის საინჟინრო ჯგუფის პოტენციალი და პარტნიორების ტექნიკური გუნდის მხარდაჭერა აძლევს კომპანიას შესაძლებლობას განახორციელოს საერთაშორისო ნორმატივებზე დაფუძნებული ნებისმიერი სირთულის პროექტი. უსაფრთხოების სისტემების მიმართულებით საქართველოში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ "ნეოტექის" მიერაა განხორციელებული.

კომპანიის კლიენტებს წარმოადგენენ ყველაზე მსხვილი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები. კომპანიის საქმიანობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენს ვიდეოსათვალთვალო, დაცვით-საგანგაშო და სახანძრო სიგნალიზაციების, საკონფერენციო, გახმოვანების, შეზღუდული დაშვების, სუსტ დენებზე დაფუძნებული სხვა სისტემების პროექტირება, მონტაჟი და ინსტალაცია. კომპანია უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელი რამოდენიმე მსოფლიო ლიდერი ბრენდის ავტორიზებული დილერია და საქართველოში მათი პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს.

კომპანია "ნეოტექი" ფლობს მომსახურების ხარისხის მენეჯმენტის საერთაშორისო სერთიფიკატს ISO 9001 2008 (2015 წლის 6 ივლისიდან) რაც ადასტურებს კომპანიის მენეჯმენტის და სტრუქტურის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.

კომპანია "ნეოტექი" დასაქმებულებს სთავაზობს სტაბილურ სამუშაო გარემოს დაპროფესიული ზრდის შესანიშნავ საშუალებას და აცხადებს ვაკანსიას სერვისის ადმინისტრატორის - მენეჯერის თანაშემწის თანამდებობაზე.

სამსახურეობრივი მოვალეობები:

** ურთიერთობა კლიენტებთან და პოტენციურ კლიენტებთან სერვისთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** სერვისის განყოფილებაში შემოსული ნივთების აღნუსხვა და კონტროლი;
** მომსახურების დასრულების შემდეგ კლიენტებთან კავშირის დამყარება მათი კმაყოფილების შეფასების მიზნით და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული სხვა დავალებების შესრულება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** სქესი - მდედრობითი;
** გაყიდვების მენეჯერის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (მინ ერთი წელი);
** კარიერის მანძილზე უსაფრთხოების სისტემებში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** უმაღლესი განათლება - (უპირატესობად ჩაითვლება ტექნიკური მიმართულებით მიღებული განათლება);
** რუსული ენის ცოდნა (ვერბალური კომუნიკაცია);
** საოფისე პროგრამების (Excel) საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა და წვრილმანებზე დაკვირვების უნარი;
** შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვის უნარი, რათა სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოფილ იყოს შრომის მაქსიმალური მწარმოებლურობის შედეგის მიღწევა (ჩაითვლება უპირატესობად);
** გუნდური მუშაობისთვის აუცილებელი უნარები (კომუნიკაბელურობა, შრომის განაწილება და ა.შ.)
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ და არასტანდარტულ სიტუაციაში და პირობებში მუშაობის უნარი;
** აკურატული, შინაგანად დისციპლინირებული
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

ანაზღაურება - 800 ლარი თვეში.
სასურველი კანდიდატის შერჩევისას, გაფორმდება ორთვიანი საგამოცდო ვადით ხელშეკრულება ანაზღაურებით 500 ლარი.

საგამოცდო პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, გაფორმდება შრომის ხელშეკრულება ძირითადი შრომის ანაზღაურების ზემოაღნიშნული პირობებით.

დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო ფორმის შესავსებად გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განაცხადები ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე