კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კრიალა
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
ჰიგიენური ქაღალდის მწარმოებელი კომპანია შპს "კრიალა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება;
** ბაზრის ახალი სეგმენტის შესწავლა, ათვისება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკება, შემდგომი კომუნიკაცია და პროდუქტის შეთავაზება;
** სხვადასხვა სახის კორპორატიული შეთავაზებების, აქციების მომზადება;
** მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა;
** სამუშაო პროცესის დაგეგმვა-ანალიზი;
** ​რეპორტინგი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მართვის კუთხით (სასურველია კორპორატიული გაყიდვების კუთხით);
** გაყიდვების სისტემის თეორიული საფუძვლების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** უცხო ენების ინგლისური, რუსულის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** საკუთარი ავტომობილი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ​მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო განაკვეთი: 09:30 -18:00.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი. ქიზიყის 16 ბ.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე e.mtiulishvili@tissuepaper.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე