კლინიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლინიკური მენეჯერი
მომწოდებელი: Healthy Life
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
სამედიცინო ცენტრი "Healthy Life" აცხადებს ვაკანსიას კლინიკური მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
გრაფიკი: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 2-3 წელი
განათლება: მაგისტრი
ანაზღაურება: შეთანხმებით (დამოკიდებულია კადრის კვალიფიციურობაზე)

ვალდებულებები:

** მიმდინარე პროცესების ადმინისტრირება: კლინიკაში (კომპანიაში) არსებული შინაგანაწესის, სხვადასხვა შიდა რეგულაციისა და პროცედურის დანერგვის უზრუნველყოფა და განხორციელების მონიტორინგი;
** სერვისის უწყვეტობის უზრუნველყოფა;
** ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
** კლინიკის სამედიცინო საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სალიცენზიო და სანებართვო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** კლინიკის შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფა;
** კლინიკის პეროსნალის მართვა;
** სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოების პროცესზე ზედამხედველობა;
** პაციენტების უსაფრთხოების და მომსახურების ხარისხის მართვა;
** კლინიკის საქმიანობიდან გამომდინარე გარე კომპანიებთან და ორგანიზაციებთან კომუნიკაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სავალდებულოა სამედიცინო მიმართულებით;
** სავალდებულოა კლინიკაში ადმინისტრაციულ ან/და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წლისა;
** სავალდებულოა სამედიცინო დოკუმენტბრუნვის წესების ცოდნა;
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდან.

პიროვნული თვისებები:

** გუნდის მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალების მიმარტ ყურადღებიანობა;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურთთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: healthylife180918@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე