ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო" 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა. ექსპერტიზის ბიურო წარმოადგენს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებით და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ, როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო სტრუქტურები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები.

ბიუროში მოქმედებს საექსპერტო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.

პოზიციის დასახელება: საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი | IT Support
თანამდებობრივი სარგო: 1000 ლარიდან 1200 ლარამდე
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
განცხადების ვადა: 14 დღე
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ფუნქციები:

** კომპიუტერების ტექნიკური გაუმართაობის დადგენა/დიაგნოსტიკა, აღმოფხვრა;
** ბიუროს თანამშრომლების კომპიუტერებზე ახალი პროგრამების დაყენება-ტესტირება;
** დაზიანებული ტექნიკის დიაგნოსტიკა და შეკეთება;
** პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება ბიუროს მასშტაბით;
** ახალი სამუშაო მაგიდის კომპიუტერულ-ტექნიკური მოწყობა-ტესტირება;
** სხვა და სხვა ქსელური ან/და სატელეფონო მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სათვალთვალო კამერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დაშვების სისტემების (ე.წ. ტურნიკეტების) და სხვა ტიპის ელ. საკეტის მქონე მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მოსალოდნელი პრობლემების იდენტიფიკაცია, მათი პრევენცია და მოგვარება;
** პრობლემების იდენტიფიკაცია (ინციდენტის წარმოქმნის მიზეზი);
** ინფორმირება მომსახურების გაუმჯობესების საჭიროების შესახებ
** ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
** პერსონალურ/პორტატულ კომპიუტერში პრობლემების დიაგნოსტიკა და მათი მოგვარება;
** ტექნიკური სახის დოკუმენტაციის მომზადება.

მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება: ბაკალავრი
** სამუშაო გამოცდილება: 2 წელი
** პროფესია: პროგრამისტი

დამატებითი მოთხოვნები:

** ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** Microsoft-ის და CISCO-ს სხვა და სხვა დონის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად;
** Service Desk სისტემაში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** OS Microsoft Windows 7/10-ის სიღრმისეული ცოდნა;
** პასიური ქსელის მოწყობა, გამართვა და მხარდაჭერა;
** გავრცელებული ქსელური ტექნოლოგიების, სტანდარტებისა და პროტოკოლების ცოდნა;
** როგორც ტექნიკური სახის დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება ასევე სხვა და სხვა ტექნიკური დავალებ(ებ)ის მომზადება;
** სკანერების და საბეჭდი სისტემების მხარდაჭერის ცოდნა;
** Domain Controller/Active Directory-სთან მუშაობის გამოცდილება;
** Windows/Linux -ებთან მუშაობის გამოცდილება;
** შიდა ტელეფონიასთან (აიპი) მუშაობის გამოცდილება;
** უკაბელო წვდომის წერტილების კონფიგურაცია, მონტაჟი;
** მართვის მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე ენაზე საუბრის შესაძლებლობა;
** ბიზნესის მიზნების ცოდნა;
** პირველი დონის (უმაღლესი კლასის) მომსახურების (სერვისები) მიწოდებისკენ მისწრაფება.
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

საკონტაქტო პირი: ანა ივანიშვილი - aivanishvili@expertiza.gov.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე