ტექნიკური მხარდაჭერის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს ტექნიკური მხარდაჭერის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 24.07.2019

ძირითადი მოვალეობები:

** კომპიუტერების და პერიფერიული მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა
** პასიური და აქტიური ქსელური მოწყობილობების მონტაჟი/დემონტაჟი და მომსახურება
** პროფილაქტიკური და პრევენციული სამუშაოების ჩატარება
** ოპერაციული სისტემების და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება, კონფიგურირება და მომსახურება
** შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშობის გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** ოპერაციული სისტემების და საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარე
** აქტიური
** პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
** როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 24 ივლისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject)ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე