ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00; შაბათი: 10:00-17:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადება, გაგზავნა, დაარქივება, აღრიცხვა და კონტროლი;
** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის ადმინისტრირება;
** გასაუბრებაზე დასაბარებელ კანდიდატებთან დაკავშირება;
** საკანცელარიო, საოფისე ინვენტარის საჭიროებების განსაზღვრა და შეკვეთა;
** თანამშრომელთა მოსვლა-წასვლის მონიტორინგი, ბარათების მოთხოვნის მომზადება, რეპორტის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** სატელეფონო ზარების მიღება, ინფორმაციის მიწოდება/გამავალი ზარების განხორციელება საჭიროებისამებრ.
** ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** ახალი თანამშრომლებისთვის კორპორატიული ნომრების შეკვეთა და მიწოდება (საჭიროების შემთხვევაში);
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე მომსახურების სფეროში გამოცდილება სასურველია;
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის და წარდგენის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 10 აგვისტომდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancyarbo@gmail.com და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე